სტეფანწმინდაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტორთა ცენტრში განთავსდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ყაზბეგის პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.
შენობის ოფიციალური გახსნის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვარლამ მჭედლიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც ცენტრში ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის თანამშრომლები მოემსახურებიან.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა.