სპორტული ტურიზმი
სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კომპანია Prime Sports Management-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Prime Sports Management-ის პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა მოაწერეს. კომპანია PSM-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების: Fight Nights Georgia-სა და Travel and Events Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში დაგეგმილია შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
• 27 აგვისტო – Fight Nights Global 52 (შერეული ორთაბრძოლები);
• 5-8 სექტემბერი – მსოფლიო თასი ძალოსნურ სამჭიდში;
• 17-18 სექტემბერი – MMA ევროპის ჩემპიონატი (შერეული ორთაბრძოლები);
• 27-29 ოქტომბერი – Marspo ბათუმი (სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია);
• 21 ნოემბერი – საქართველო-მსოფლიო ნაკრები (შერეული ორთაბრძოლები);
• 5-7 დეკემბერი – Fight Nights Global (შერეული ორთაბრძოლები);
• 2017 წლის თებერვალი – აბრეშუმის გზის თასი კიკბოქსინგში;
ყველა აღნიშნული ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს. სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან წელს 4000-4500 სტუმარი ეწვევა.
წარმოგიდგენთ 5 პროექტს:
1. FIGHT NIGHTS-ის ტურნირი 27 აგვისტოს, 8000 ადამიანზე გათვლილ ახალ საკონცერტო კომპლექს Black Sea Arena-ზე.
2. MARSPO-ს სპორტული მარკეტინგის კონფერენცია ბათუმში – 27-29 ოქტომბერი.
3. მსოფლიო თასი ძალოსნურ სამჭიდში 5-8 სექტემბერი, თბილისი ფრენბურთის დარბაზი.
4. Silk Road Cup კიგბოქსინგისა და ტაილანდური ბოქსის ჩემპიონატი 207 წლის თებერვალში, თბილისი სპორტის სასახლე.მონაწილეობს 40 ქვეყანა, სპორტსმენების რაოდენობა 700-800 ადამიანი.
5. ევროპის ჩემპიონატი MMA-ში მოყვარულთა შორის. ახალი სპორტის სასახლე 17-18 სექტემბერი. მონაწილეების რაოდენობა: 150ადამიანი.