სოფლის ტურიზმის განვითარება და პერსპექტივები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია- Heifer international საქართველო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს ,,ინოვაციური სოფლის ტურიზმის ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის რეგიონში“- ახორციელებს- პროექტი საქართველოს, სომხეთს, ბულგარეთსა და თურქეთს აერთიანებს. მისი მხარდამჭერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის სოფლის ტურიზმში ჩართული პირების პროფესიული ცოდნის ამაღლება და ახალი ინოვაციური ტურისტული პროდუქტის შექმნაა. პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფო ტური გაიმართა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოფელ აწყურსა და ვარძიასთან მდებარე საოჯახო სასტუმროებს ეწვია. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით საქართველოს სოფლის ტურიზმის კუთხით უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ეს ტურიზმის განვითარებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.