სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გაწმიდნეს. დასუფთავების აქციაში ადმინისტრაციასთან ერთად მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და 70 მდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას. სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა 200-მდე ტომარა ნაგავი შეაგროვეს. აქციის მიზანი ტურისტულად მიმზიდველი ადგილების დასუფთავება და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში დასუფთავების აქციას მომავალშიც გამართავს. დაინტერესებული პირები და მოხალისეები ინფორმაციას ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდით და facebook-ის საშუალებით მიიღებენ.