საქართველო MMP Forum Caucasus 2019-ზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის უკეთესად წარმოჩენის მიზნით აზერბაიჯანში, ბაქოში, MMP Forum Caucasus 2019-ზე იყო წარმოდგენილი. ფორუმზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბიუროს წევრი კომპანიის BTL Group-ს ორგანიზებით მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და სხვადასხვა ქვეყნების საქმიანი ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებას.