საქართველო შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ადმინისტრაცია შანხაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე “China International Travel Mart”. China International Travel Market (CITM) სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული მიმართულებას.
შანხაის გამოფენა-ბაზრობას მსოფლიოს 106 ქვეყნიდან 2593 სტენდი იყო წარმოდგენილი. CITM-ს 50 ათასამდე სტუმარი ეწვია. გაიმართა საქმიანი შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები და ფორუმი, სადაც ჩინელ ტურისტებს შესთავაზეს კომბინირებული ტური ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო.
სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოს 2016 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 44%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, გასული წლის 11 თვესთან შედარებით. 2016 წლის ნოემბერში კი 111.7%-ით მეტი ვიზიტორი 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.