საქართველო სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე EMITT 2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
ოთხდღიან გამოფენას მსოფლიოს 85 ქვეყნიდან 600-ზე მეტი ტურ-ოპერატორი დაესწრო. გამოფენა 46.670-მა ვიზიტორმა მოინახულა.
გამოფენის სტუმრებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაციები მოეწყო, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. კერძო სექტორიდან EMITT-2018-ზე შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: SHERATON METECHI PALACE, ,MARRIOTT TBILISI, GALLERY PALACE, MUSEUM HOTEL,WYNDHAM BATUMI, HEALING CAUCASUS, GEORGIAN TOUR, FREE SPIRIT TOURS, GEORGIAN TRAVEL PROMOTION.