საქართველო სლოვენიელი ჟურნალისტების ობიექტივში
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სლოვენიიდან 10 ჟურნალისტი ეწვია, მათ შორის ყველაზე მაღალრეიტინგული არხების- სახელმწიფო ტელერადიო კომპანია “არ-ტი-ვი” სლოვენიასა და კერძო ტელეკომპანიის “პოპტივი”-ს ჟურნალისტები. გარდა ამისა პრესტურის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან ღვინისა და კულინარიის თემებზე მომუშავე ბეჭდური მედიის წარმომადგენლები. სლოვენიელი ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტის შედეგად მომზადდება სატელევიზო რეპორტაჟები და სტატიები, რომლებიც საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სიღნაღი, ყვარელი, ანანური, გუდაური, ყაზბეგი, თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობები.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უცხოელ ჟურნალისტებს სოფელ ჩარდახში, იაგოს მარანში შეხვდა.