საქართველო – საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა
„ ტურიზმი და უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“ – საქართველო – საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
დისკუსიის დროს განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. საუბარი შეეხო საინვესტიციო შესაძლებლობების და ორმხრივი ტურისტული ნაკადებისა და ავიარეისების ზრდის შესაძლებლობას.
საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდს, 2023 წელს საქართველოში შემოსული მოგზაურთა ტოპ -15 ქვეყანას შორის საუდის არაბეთი მე-12 ადგილზე იმყოფება.
ღონისძიებას 300-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა.