საქართველო ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ტურისტული პოტენციალს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. “WTM 2016”-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შემდეგი ტურისტული კომპანიები დაესწრნენ: Info-Tbilisi, Georgian Travel Group, Visit Georgia, Explore Georgia, GeorgiCa Travel, Caucasus Travel, Exotour.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, სტუმრებისათვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სხვადასხვა ტელეკომპანიებთან მათშორის „Euronews“-თან საქართველოს ტურისტული მიმართულების, მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრა. „National Georgraphic Traveller” და„BBC
ლონდონის 37-ე საერთაშორისო გამოფენას მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის 50,000-ზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.