საქართველო ისრაელის ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2016“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაში „IMTM 2016“ მიიღო მონაწილეობა. თელ-ავივში გამორთულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, Capital Georgia Travel, Georgian Travel Group, Mimino travel, Prestige tour, Travel In ,Marco Polo, Caucasus Travel, Georgia Travel RSP, Borjomi Palace, Linda, Travel to Georgia მონაწილეობდნენ. გამოფენაზე 50 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოს 59480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2014 წელთან შედარებით 40%–ით მეტია.