საქართველოში პირველად ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA ჩატარდა
ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა. ღონისძიება ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ ორგანიზებით მოეწყო. ავიაშოუში Baltic Bees – „ბალტიისპირელი ფუტკრების“ 6 ეკიპაჟი მონაწილეობდა. ავიაშოუზე რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით საჰაერო-სანახაობრივი მანევრები და ფიგურული ფრენები, პარაშუტით ხტომა, პარაპლანით ფრენა და სხვადასხვა საფრენი აპარატებით მანევრირება მოეწყო. ავიაშოუს მიზანია საქართველოში საფუძველი ჩაეყაროს ავიაფესტივალს “Fly-Fest-Georgia”. მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს.