საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ირანში გაეცნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ირანში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა ირანის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნეს. თეირანში გამართულ პრეზენტაციას ირანის 30-მდე ტურისტული კომპანიის და სხვადასხვა სექტორის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოდან წარმოდგენილი იყო “Invest in Georgia,” კომპანია”რედკო” და “ORC.”
2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ირანიდან საქართველოს 131026 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 494.4%-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეს იგივე მაჩვენებელმა 10854 შეადგინა, რაც +344,3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოლო თვეების მონაცემებით, საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობის მიხედვით ირანი მეექვსე ქვეყანაა ტოპ 15 ქვეყანას შორის და მისი წილი ჯამურ რაოდენობაში ზრდას განაგრძობს. ღონისძიება კომპანია “Dreamland Real Estate”
ორგანიზებით გაიმართა.