საქართველოს სტამბულის საერთაშორისო გამოფენაზე EMITT 2017
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, ქალაქ სტამბულში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა EMITT 2017 მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილები იყვნენ: SHERATON BATUMI, PETERPAN TRAVEL, CITY AVENUE, აჭარის დეპარტამენტი, MARCO POLO HOTEL, GEONETEXPO.
EMITT- საერთაშორისო ტურისტული გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფმა საქართველოს საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ჯილდო გადასცა.
საქართველოს მიზანი იყო თურქეთის და სხვა წარმომადგენელი ქვეყნების და კერძო სექტორისათვის თავიანთი ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია; ასევე დაინტერესებული პირთათვის ქვეყნის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა საკმაოდ კარგად არის ცნობილი, გამოფენის მსვლელობისას იყო დაინტერესება საქართველოს სტენდის მიმართ, როგორც კერძო სექტორიდან, (რომლებიც ეძებენ პარტნიორს საქართველოში ან ჰქონდათ სხვადასხვა სახის შემოთავაზება) ასევე პოტენციური ტურისტებისგან, რომლებსაც სურდათ საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 55 სხვადასხვა ქვეყანა, 450ტურ-ოპერატორი და ის 46.670- მა ვიზიტორმა მოინახულა.