საქართველოს რუსეთიდან წამყვანი ტურ-ოპერატორები ესტუმრნენ
ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფოტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს რუსეთის ფედერაციის წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
საქართველოში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ყვარელი, წინანდალი, მცხეთა, გუდაური ყაზბეგი, ბორჯომი და ბაკურიანი მოინახულეს. ტურის ფარგლებში რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც ტურისტული პაკეტების შემუშავების გეგმები განიხილეს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 10-ულში რუსეთის ფედერაცია მე-4 ადგილს იკავებს. 2015 წელს საქართველოს რუსეთიდან 925 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია, ზრდა 2014 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.