საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.
Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები: https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g