საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა
„მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ტურიზმი, ვინაიდან არცერთ სხვა დარგს არ მოაქვს სავალუტო შემოსავალი ქვეყნისთვის და არ ასაქმებს იმდენ ადამიანს მცირე და საშუალო ბიზნეში, როგორც ეს არის ტურიზმის შემთხვევაში. კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ტურიზმის ინდუსტრიის იმიჯი, როგორც სტრატეგიული დარგი საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველოს ტურისტული იმიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის.“ -აცხადებს ვიცე-პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილმა მარკეტინგული კამპანებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე ტრენინგების შესახებ ისაუბრა:
“ვახორციელებთ ძალიან ინტენსიურ კამპანიას 9 მიზნობრივ ბაზარზე. ეს არის აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი და რუსეთი. ასევე Euronews-ზე დაწყებულია 21 კვირიანი სარეკლამო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო მოიმატებს მომავალ დღეებში. საქართველო მონაწილეობას იღებს 20 საერთაშორისო და 2 ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში. ქვეყანა მასპინძლობს 40 პრეს და გაცნობით ტურს. ამ ყველაფრის ბიუჯეტი გამოყოფილია, ასევე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩამოწერილია მთელი რიგი სამუშაოთა გეგმა და ეს პროექტები ხორციელდება. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, მასშტაბური ტრენინგები მიმდინარეობს. EBRD-ს ღონისძიების ფარგლებში ტარდება მოხალისეთა ტრენინგი. საქართველოში წელს ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რაც განამტკიცებს საქართველოს იმიჯს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ქვეყნის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოში ჩატარდება წლიური ევროპისა და აზიის სამთოკურორტების კონფერენცია, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების იმიჯს კიდევ ერთხელ განამტკიცებს.„
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სასტუმროების მშენებლობაზე ისაუბრა:
„საქართველოში შემოვიდნენ ახალი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები: Rixos ბორჯომში, Park Inn by Radisson თბილისში, Moxy რომელიც არის Marriott უფრო დაბალპროფილიანი ქსელი და ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. 2016 წელს დასრულდება Millennium-ის 220 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი, ასევე ისეთი პროექტები როგორციაა Intercontinental, kempinski, Starwood, Mercure, Hyatt და სხვა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში დასრულდება Best Western ბრენდის სასტუმროს მშენებლობა და ეს კომაპანია 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს, ეს არის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი. რაც ჩვენ გამოგვადგება ტურიზმის განვითარებისათვის.“