საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა. პრეზენტაციას სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოწვეულ სტუმრებს ნაშრომები გადასცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“ წელსაც გამართავს, ასევე იგეგმება რეგიონული კონფერენციების ჩატარება.