საქართველოში მოქმედი სასტუმროები მომხმარებელს ელექტრონული დაჯავშნისა და გადახდის სერვისს სთავაზობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების პრეზენტაცია „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა. ელექტრონული სერვისით მოგზაურებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები, ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით.

http://proservice.ge/Hotel_management_system/679