სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებების გეგმები განიხილეს
სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით ბორჯომში პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში გაიმართა. სიმპოზიუმის მიზანია რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრა და პრიორიტეტების დადგენა, რაც ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას. სიმპოზიუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჩუტაძემ გახსნეს. შეხვედრას ტურისტული ინდუსტრიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
USAID-ის პროექტმა Zrda-ამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფმა დაარსა. მისი მიზანია რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაცია, აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარება.