სამეგრელოში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნება.
ორგანიზაციის პრეზენტაცია ზუგდიდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძე და ,,USAID – Zrda“ პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა გამართეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
DMO-ს დაარსებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID – Zrda და ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს რეგიონის პოპულარიზაციისა და მისი უკეთ წარმოჩენის მიზნით.