საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც გადატანილი აქვს COVID-19 და არის ერჯერადად ვაქცინირებული, საზღვრის კვეთისას სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები, რაც 2 დოზით აცრილ პირზე.
10 აგვისტოდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება
დადგენილებით უკვე აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. *აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.*
დადგენილებით კვების ობიექტების მუშაობა უკვე შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე. *აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო გამკაცრდება.*