საავიციო ფორუმი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში საერთაშორისო ავიაქსელის APG-ის ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა ევროპის ქვეყნების 40-მა წარმომადგენელმა მიიღო. ევროპელმა ავიაექსპერტებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეისწავლეს და საქართველოს ავიაბაზარს გაეცნენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ფორუმი APG Georgia-ს მისი ხელმძღვანელის ია ხომერიკის, APG – ის დამფუძნებლის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. APG პარიზში 1991 წელს დაარსდა. საერთაშორისო ქსელი 6 კონტინენტზე 190 ქვეყანას აერთიანებს. APG-ის კონტრაქტორი მსოფლიოს მასშტაბით 400 მეტი ავიაკომპანიაა.