რეგიონული ფასდაკლებების კვირეული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველად საქართველოში, იგეგმება ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის ორგანიზება.
პირველი კვირეული ჩატარდება კახეთის რეგიონში და ფასდაკლები გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში.
Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე