რაჭის ტურისტული განვითარება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია რაჭის ტურისტული პოტენციალის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც საფეხმავლო ბილიკების მარკირებას და მანიშნებლების მონტაჟს გულისხმობს.