რატომ არის საქართველო ევროპის იდუმალ საგანძურად მიჩნეული?
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოპულარული ამერიკული მოდის ჟურნალი “Vogue” ვრცელ სტატიას უძღვნის. ტურისტული ჟურნალისტი ლიანა ლატენსტაინი თბილისის ისტორიულ უბნებს აღწერს მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს:
„დასვენების ამ სეზონზე დაივიწყეთ თვითმფრინავის ბილეთები, რომელიც მილანში სამოგზაუროდ იყიდეთ, გააუქმეთ ბერლინის ჯავშანიც, ლონდონში წასვლითაც ნუ შეიწუხებთ თავს. სამაგიეროდ ეწვიეთ ჯორჯიას. ( მაგრამ სულ არ მიგულისხმია, რომ ადგილობრივი ავიაკომპანიის ლაინერში ჩახტეთ და ატლანტაში, ჯორჯის შტატში გაფრინდეთ, სადაც კოლეჯის ფეხბურთის თამაშს უყურებთ და „მინტ ჯულეპის“ წვენით სმით გაერთობით. )
ისე მოხდა, რომ ჯორჯია პატარა კავკასიის სახელმწიფოსაც ჰქვია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს.
ამასწინათ ეს ქვეყანა საერთაშორისო მოდის ყურადღების ცენტრში იყო ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ძალისხმევით. გვასალია ”ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორია.
აქ არის 5 მთავარი მიზეზი თუ რატომ დაჯავშნოთ ბილეთები საქართველოს მიმართულებით და ეწვიოთ თბილისს.
ქართული სამზარეულო ამ ქვეყანას კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის.
საქართველოს კალორიებით სახელგანთქმული სამზარეულო აქვს.
ბოლო წლებში ამერიკის ქალაქებს ქართული რესტორნების ტალღამ გადაუარა. ალბათ ეჭვი არ არსებობს, რატომ გადმოკვეთა აღმოსავლეთ ევროპის ამ სამზარეულომ ატლანტის ოკეანე. ვის არ მოეწონება მდიდარი და გემრიელი კერძები? ხინკალი, ბადრიჯანი ნიგვზით, აჭარული ხაჭაპური, ქართული ყველი, რომელსაც სულგუნი ჰქვია და ა,შ…“
სტატიაში ავტორი ქართული ღვინის უძველეს ტრადიციებზე წერს და აღნიშნავს, რომ ღვინის ფერმენტაცია ქვევრში ხდება, თიხის ამ ჭურჭელს ტრადიციის მიხედვით უძველესი დროიდან იყენებენ.
ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქი
ძველ თბილისში ერთმანეთთან შერწყმულია როგორც უძველესი ბიზანტიური ასევე გვიანი პერიოდის არქიტექტურა. მე-12 საუკუნის მეტეხის ეკლესია კლდის წვერზე მდებარეობს, ხედს კი ფერადი სახლები ალამაზებს, შენობების ანარეკლი მდინარე მტკვარს ეფინება.
ძველი თბილისის შესწავლისას თქვენს ყურადღებას აუცილებად მიიქცევს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის კოშკზე მდებარე საათი. ძველი ქალაქი გამორჩეულია ტრადიციული ქართული არქიტექტურით, ულამაზესი აივნებით.
სულის შემძვრელი ქართული ცეკვები
მზად ხართ ბალეტის საყურებლად? არა ეს ნაზი გედების ტბა არ გეგონოთ, აქ საუბარია ხმლებზე, ფარებზე და სხეულის სიძლიერეზე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუხიშვილების ეროვნულ ბალეტში, რომელიც 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დაარსეს.
გოგირდის აბანოები
სწრაფი მკურნალობისთვის გოგირდის აბანოებს უნდა ესტუმროთ. ძველი თქმულებით, გოგირდის აბანოებს მაგიური ძალა აქვს და შეუძლია განკურნება, კუნთების გაძლიერება, კანის გასუფთავება, სხეულის გაჯანსაღება.
სტატიის ბოლოში ჟურნალისტი ლიანა ლატენსტაინი თბილისში მოგზაურების მსურველებისათვის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროს აღწერს.
http://www.vogue.com/13374813/travel-guide-tbilisi-georgia/?mbid=social_facebook