პრესტური ჩეხეთიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია. გადაცემა „Objectiv”-ის ჟურნალისტები ვრცელ რეპორტაჟებს მოგზაურობასა და კულტურის შესახებ ამზადებენ. სატელევიზო პროგრამას მილიონამდე მაყურებელი ჰყავს. ჩეხი ჟურნალიტები საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის შესახებ 3 სერიას მოამზადებენ , ამ მიზნით 4 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადახვა რეგიონში იმოგზაურეს. მოინახულეს ყაზბეგი, მცხეთა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი. თბილისში, განახლებულ აღმაშენებლის პროსპექტზე ჩეხ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.