პრესტური რუსეთიდან
რუსი ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთის სხვადასხვა მედიასაშაულებების, მათ შორის ტელეკომპანია „Стрим“-ისა, ტელეარხ -„Здоровое ТВ“-ის კორესპონდენტებისათის პრესტური მოეწყო.
13 დან 19 ივლისის ჩათვლით ჟურნალისტთა ჯგუფმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი და შუამთა.
რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენცილიას და სამედიცინო კურორტების შესახებ სატელევიზო სიუჟეტებს მოამზადებენ.
რუსეთიის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ თხუთმეტეულში რუსეთი მე-4 ადგილს იკავებს.
2015 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს 342416 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.