პრესტური ირანის ისლამური რესპუბლიკიდან
დღეიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ირანიდან საქართველოში პირველ უვიზო მოგზაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. 6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხე კომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ. ძველ თბილისში ირანელ ჟურალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. გიორგი ჩოგოვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ წელს საქართველოში ირანიდან საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.