პრესტური იაპონიიდან
იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. პოპულარული გამომცემლობის Ozora Publishing“-ის რედაქტორი და ფოტოგრაფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული უბნები და მცხეთა დაათვალიერეს, მოინახულეს ყაზბეგი და კახეთის სხვადასხვა ტურისტული ადგილები.
იაპონელი ჟურნალისტები 2016 წლის იანვრის ნომერში ღვინის ტურიზმის და ზოგადად საქართველოს ღირშესანიშნაობების შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. პრესტურის მიზანია იაპონურ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის 11 თვეში იაპონიიდან საქართველოს 5387 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.