პრესტური ბორჯომში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პრესტური გაიმართა. პროექტ “გაიცანი საქართველოს” ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტელეკომპანიების 24 წარმომადგენელი ბორჯომს ეწვია.
2 დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტს. ჟურნალისტებმა მოინახულეს ბორჯომის ქარხანა, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ბორჯომის პარკი, სადაც სამკურნალო წყლები დააგემოვნეს.
მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს თოფით სროლაში შეეჯიბრნენ და კვადროციკლებითა და ცხენებით გაისეირნეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი ”გაიცანი საქართველო” მეორე წელია გრძელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მეტმა თანამოქალაქემ დაიწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაეცნოს სხვადასხვა კუთხეს.