პლაჟის ფრენბურთში “ქართველას თასი გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, “ვანდო გრუპისა” და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში საერთაშორისო ტურნირი პლაჟის ფრენბურთში “ქართველას თასი” ჩატარდა.
, ტურნირი უვე 7 წელია ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. წელს თასისთვის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ლიტვას, ლატვიას, უკრაინასა და პოლონეთის გუნდები იბრძოდნენ.
,ტურნირი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. დაძაბული ბრძოლის შედეგად რუსეთის გუნდი აზერბაიჯანელებმა დაამარცხეს და თასის მფლობელებიც გახდნენ. თასთან ერთად სპორტსმენებმა უამრავი პრიზი მიიღეს, მათ შორის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ 3-ვე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საქართველოს გარშემო სათავგადასავლო ტურები აჩუქეს.