პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი წითელ ჯვართან ერთად.
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. თბილისში მდებარე
განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს “პირველადი სამედიცინო დახმარების” კურსი ჩაუტარდა. ტრენინგში
სხვადასხვა სასტუმროს 60 თანამშრომელი მონაწილეობდა. სწავლება
როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ტრენინგი
ორგანიზაცია “წითელი ჯვრის” ორგანიზებით მოეწყო.
გადამზადების კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
პირველადი და მეორადი დათვალიერება,გულ-ფილტვის რეანიმაცია,
პირველადი დახმარება :
უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში,
ჭრილობის დროს, სისხლდენის შემთხვევაში
გულის წასვლის და გულყრის დროს, ზედოზირების შემთხვევაში
(ალკოჰოლური და ნარკოტიკული)მოწამვლის დროს, პირველადი
დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური
სერთიფიკატები გადაეცათ