პილიგრიმული ტურიზმი
საქართველოში რუსეთიდან მომლოცველთა 40 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. პილიგრიმებმა უკვე მოინახულეს, თბილისისა და მცხეთის ტაძრები, შიომღვიმის მონასტერი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ბოდბე, ალავერდი, იყალთო, ტიმოთესუბანი და ვარძია. მომლოცველები საქართველოში დაცული სიწმინდეებისა და ეკლესიების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. პილიგრიმები საქართველოში ერთი კვირა დარჩებიან. მომლოცველთა ჯგუფს სამების საკათედრო ტაძარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უახლოეს მომავალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პილიგრიუმულ კატალოგს გამოსცემს, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნება. კატალოგის საშუალებით პილიგრიმები და დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში არსებული ძეგლებისა და ეკლესიების შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=2duy06BO5h4