პილიგრიმული კატალოგი „მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში“
რელიგიური ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პილიგრიმული კატალოგი „მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში“ მოამზადა.
93 გვერდიანი კატალოგი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს. მასალაში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში დაცული სიწმინდეების, ძეგლების, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ. კატალოგში აღწერილია ისტორია და გზა წმ. ნინოსა და წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ. კატალოგი სამ: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა. კატალოგის სტრუქტურა საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მომზადდა.
კატალოგის პრეზენტაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. კატალოგის პრეზენტაციასთან დაკავშირებით მედიისა წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. ჟურნალისტებმა მცხეთის ტაძრები, ატენის სიონი და უფლისციხე დაათვალიერეს.
უახლოეს მომავალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთი რელიგიურ კატალოგის პრეზენტაციას გეგმავს სახელწოდებით:
„ საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის.“ კატალოგი ინგლისურ და ებრაულ ენებზეა დაბეჭდილი.