ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად პაპკიაურების სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ადმინისტრაციამ პაპკიაურების 9 სულიან ოჯახს, სადაც 6 ბავშვია საახალწლო საჩუქრები და საჭირო ნივთები გადასცა.