მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა მადრიდში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურიზმის სტატისტიკისა და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის სხდომას ვიცე-პრეზიდენტის რანგში გაუძღვა. მადრიდში გამართული უმაღლესი რანგის შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანმა თალებ რიფაიმ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას რიფაიმ საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, როგორც ტურიზმის სტატისტიკის მოპოვების გაუმჯობესების, ასევე მთლიანად ტურიზმის განვითარების კუთხით აღნიშნა. შეხვედრაზე თითოეული წევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო შეფასდა. სხდომაზე დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა განხორცილებაში საქართველო აქტიურ როლს შეასრულებს. შეხვედრაზე განსაკუთებული ყურადღება დაეთმო მგრადი ტურიზმის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას და რეგიონალური ტურიზმის სტატისტიკის სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობას. მადრიდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე წარმოადგენდა.