მსოფლიო მედია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ
რა ხიბლავს და რა აინტერესებს ყველაზე მეტად საერთაშორისო ტურისტულ მედიას საქართველოს შესახებ. საქართველოს შესახებ სტატიები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ყოველდღიურად იწერება. ჟურნალისტები განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ მთიან ადგილებს. ქართულ სამზარეულოს და ტურებს. საერთაშორისო მედიის აქტიურობის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:
„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ იანვრიდან მოყოლებული საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიო მედიის ეპიცენტრშია, ისეთმა სერიოზულმა გამოცემებმა: National Geographic, CNN, BBC, New York Times, Washington Post, Guardain საქართველო წარმოაჩინეს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი მართულება, რომელიც სიანტერესოა მათი მკითხველისათვის. საქართველომ თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა რეიტინგების, გამოცემები მკითხველს საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და პირდაპირ ურჩევენ საქართველოში მოგზაურობას. ეს გაზრდის საქართველოს ცნობადობას, და დადებითად აისახება ტურისტების რაოდენობაზეც, რომელსაც ჩვენ ველოდებით და მივიღებთ.“
https://www.youtube.com/watch?v=MZr_XkLj4T4&feature=youtu.be