მოლდოველი ტუროპერატორები საქართველოში
ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვიდან ტუროპერატორები მოიწვია.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა კომპანიის 13-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერა. ტუროპერატორებს მცხეთაში მეგზურობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გაუწია. საქართველოს უძველესი დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მოლდოველი ტუროპერატორები ეწვივნენ ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას და სიღნაღს, გაეცნენ ტურისტულ მიმართულებებს, ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ტურისტულ ატრაქციებთან ერთად მოლდოველმა ტუროპერატორებმა დაათვალიერეს სასტუმროები და გაეცნენ ინფრასტრუქტურას. ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორები პარტნიორობის დამყარების მიზნით ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც ერთობლივი პროექტების განიხილეს. ინფოტური მოლდოვიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით შედგა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოლდოვიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით გაზრდილია.