მოგზაურობა სვანეთის მთებში
ბრიტანული guardian მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს, საქართველოს მთიან რეგიონზე საუბრისას სტატიის ავტორი სვანეთს ზღაპარს ადარებს:
„სვანეთი, ყველაზე იდუმალებით მოცული მთის რეგიონი საქართველოში, აქ ზღაპრები რეალურ ცხოვრებაში გადადის. სვანეთი ცნობილია ქვით ნაშენი სახლებით და კოშკებით,რომელსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. ამ რეგიონში თავისუფლების საოცრად მოყვარული ხალხი, სვანები ცხოვრობენ. აქ ტურისტული მარშრუტები თითქმის გაუკვალავია. სვანეთში მოგზაურობენ ველური და ნამდვილი ბუნების მოყვარულები. რა თქმა უნდა ეს ტური მხოლოდ სვანეთით არ შემოიფარგლება. ზოგადად საქართველო სხვადასხვა ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია. საქართველო ცნობილია: კერძებით, ღვინით, მთებით, ეკლესიებით, სტუმართმოყვარეობით, მდიდარი ისტორიით. ამ ყველაფრით საქართველო მოგზაურობისათვის საუკეთესოა. უმჯობესია თქვენ თვითონ ეწვიოთ და დარწმუნდეთ.“