მთის სიმღერა
ინტერნეტჟურნალი “zarubejom.ru” საქართველოს ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ანასტასია ბორისენკოვა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
„საქართველოში მოგზაურობის დაწყებამდე Youtube-ზე კლიპს ვუყურე: ქართველი გოგონები მთის გზაზე მისეირნობენ და მხიარულად მღერიან. ეს ძველი მრავალხმიანი სიმღერაა. ამ კლიპის გმირები პროფესიონალი მომღერლები არ არიან, უბრალო გოგონები არიან, რომლებიც ბედნიერებისგან მღერიან.
თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის შემდეგ მკაცრმა მესაზღვრემ მოულოდნელად გამიღიმა და ღვინის ბოთლი მომაწოდა, რომელზეც ღიაწერილი იყო. „ ძვირფას სტუმარს“როგორც ირკვევა ასეთ ბოთლს საქართველოში ჩამოსულ ყველა მოგზაურს ჩუქნიან.
ქართული სტუმართმოყვარეობა, როგორც ყვავილი ჟურნალისტთა წინაშე ისე გადაგვიშალეს.თბილისში საღამოს ჩამოვედით და რა თქმა უნდა რესტორანში წავედით, სადაც ქართული კერძები და ღვინო დავაგემოვნეთ. მთელი ტურის განმავლობაში ყველგან იშლებოდა ქართული სუფრა, ყოველჯერზე განსაკუთრებული იყო.
ზამთრის თბილისი ნისლში დაბურული დაგვხვდა, ამ დროს ქუჩებში ცოტა ხალხია, განსხვავებით ზაფხულისგან, როცა ძველ ქალაქში, ქუჩაში გაწყობილ კაფე-ბარების მაგიდებს შორის ძლივს იკვლევ გზას.
ძველი თბილისის ქუჩები თითქოს კინოპავილიონია, სადაც ყველაფერი გადაღებისთვის არის მომზადებული. აქვეა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის ძეგლიც.
ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები პატარა სახლებსა და დიდ აივნებს შორის გიზიდავს, აღსანიშნავია, რომ თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო მარიონეტების თეატრის გვერდით მდებარე დახრილი საათის კოშკია.
ეს კოშკი ცოცხალმა კლასიკოსმა, რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ ააშენა. აქვეა მისი თეატრი და კაფე. რეზო გაბრიაძე ჟურნალისტებს თბილად მოგვესალმა.
თეატრის გვერდით მდებარეობს ძალიან ლამაზი ჭიშკარი, აქედან თბილისის უძველეს ეკლესიაში, ანჩისხატში შევდივართ. ბაზილიკაში სიჩუმე და სიბნელეა, სანთლები იწვება, ცვილი კი ტირის. მბჟუტავ სინათლეში წმინდანთა ხატები ჩანს.“
ანჩისხატის შემდეგ სტატიის ავტორი მეტეხის ეკლესიას, თბილისის აბანოებს, მცხეთას, ბორჯომს, ბაკურიანს, ვარძიას დეტალურად აღწერს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.