მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება
დიდთოვლობისა და მწყობრიდან გამოსული საბაგიროს მიუხედავად ტურისტები წამოსვლას არ ჩქარობენ. დამსვენებლების რაოდენობა სვანეთში არ იკლებს . საბაგიროს აღდგენამდე კურორტის ადმინისტრაცია მათ ტრანსპორტირების ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს- დამსვებელები ზურულდზე თოვლის სატკეპნი მაქნანებით აჰყავთ. ,,მესტია რეზორტსის’’ დირექტორის მალხაზ უდესიანის განცხადებით ხარვეზი ძაბვის ვარდნამ გამოიწვია , რეაბილიტაცია დაწყებულია და უახლოეს დღეებში საბაგირო აღდგება.