მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი
ბაზალეთის ტბის პირას ციხესიმაგრე ,,ოქროს აკვანში“ უკვე მეორედ ჩატარდა მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი. მისი მიზანია ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამონადირეო ტრადიციების გაცნობა და პოპულარიზაცია.
ფესტივალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდა. მისი განცხადებით ღონისძება მნიშვნელოვანია როგორც შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები.
გაიმართა დოღი, ქათული იარაღების და ბაზიერების გამოფენა.
ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალით უკვე დაინტერესდნენ ბაზიერები შუა აზიიდან ასევე მჭედლები ბალტიისპირეთიდან, რაინდული ბრძოლის კლუბები უკრაინიდან და გერმანიიდან და მომავალი წლისთვის ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება.