მედია ტურნირი სვანეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრში ქართული მედიასაშუალების 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ერთმანეთს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეეჯიბრნენ.
ღონისძიება მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით მოეწყო.
მედია-ტურნირში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ ადგილზე გასულს „გაიცანი საქართველოს“ თასი გადაეცა. ტურნირის გამარჯვებულებმა სპეციალური მედლები და პრიზები მიიღეს.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სასტუმრო რუმსი, ბორჯომი-ლიკანი, ბაბანეურის მარანი, რედკო გუდაური, ხორცპროდუქტების კომპანია “ვაკე.” კომპანია “ბეილისი”და კომპანია “სარაჯიშვილი.”
ვაჟთა და ქალთა შორის პირველ ადგილზე გამარჯვებულებს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სპორტული ინვენტარის მაღაზია “მაგელანის” 500 ლარიანი 2 ცალი ვაუჩერი გადასცა.
გოგონებს შორის პირველ ადგილი ტელეკომპანია “Music Box”-ის ჟურნალისტმა ნინუცა როსტიაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, მესამე ადგილი კი „PostTV“-ის წარმომადგენელმა ნუკი ბაღდავაძემ დაიკავა.
ვაჟთა შორის პირველი ადგილმზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა მამუკა გოგლიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ წარმომადგენელი ლაშა ჩაგელიშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის პროდიუსერმა ლაშა მიქაძემ დაიკავა.
ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია, რეგიონის სეზონის გახანგძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.
ტურნირის შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საოჯახო სასტუმრო მოინახულეს, სადაც ტურისტებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ.