ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველში პოლონეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებიან. ჟურნალისტთა 11 კაციანი ჯგუფი საქართველოს 22 აპრილს ეწვია და 27 აპრილის ჩათვლით დარჩება. პრესტურის ფარგლებში ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტგამოცემებისა და რადიოსადგურების ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს წყალტუბო, გორი, თბილისი,სიღნაღი და ყაზბეგი. ჟურნალისტებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გაესაუბრა. პოლონელი ჟურნალისტები დღეს მცხეთას და ქუთაისს ეწვევიან. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ. პრესტურში მონაწილე პოლონური მედიასაშუალებების აუდიტორია 25 მილიონს აჭარბებს.
პოლონეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2014 წელს პოლონეთიდან საქართველოში 46,024 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით (36,946) 25%-ით მეტია.

https://www.youtube.com/watch?v=qBhhS8fCuOM