მარიამ ქვრივიშვილმა მშენებარე სასტუმრო Pullman დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვირივიშვილმა მშენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman დაათვალიერა, რომელიც AXIS TOWERS-ში განთავსდება. სასტუმრო ACOOR-ჯგუფში შედის.
ACOOR-ჯგუფში გაერთიანებულია 20-მდე ბრენდი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა კლასზე, მათ შორის Luxury და Premium სეგმენტზე.
სასტუმროს 226 ნომერი ექნება და დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.
19 000 კვ მეტრზე განთავსდება Skybar-ი. სასტუმროში იქნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები.
აქსისთაუერსის მშენებლობა თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტის საერთო ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.
მშენებარე სასტუმრო დაათვალიერეს ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში თანაინვესტირების ფონდის მმართველმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ და კომპანია აქსისის “Hospality”-ის დირექტორმა გიორგი სამგულიანმა.
5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა:
” სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაისახა სწორი მიზნები, კერძო სექტორმა ძალიან სწორი მიმართულება აიღო თუ რა კონცეფცია უნდა განევითარებინათ და რა ბრენდი შემოეყვანათ.
დღეს ჩვენ მოვინახულეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ტურიზმის განავითარებისთვის იქნება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ქვეყანას ემატება 226 სასტუმრო ნომერი, რომელიც საშუალოდ უმასპინძლებს 400 ადამიანს. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი კი შეძლებს ათასამდე ადამიანის მიღებას, რაც თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულია საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.