მარიამ ქვრივიშვილი Euronews-ის ეგიდით გამართულ ფორუმზე
✔️ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Euronews-ის ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
✔️ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✔️ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
✔️ფორუმის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Euronews-ის შეკითხვებს უპასუხა.
“Euronews-ის ეგიდით დღეს გაიმართა შეხვედრები მინისტერიალის ფარგლებში, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ერთმანეთთან გაგვეცვალა ინფორმაცია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული განვითარება, დამატებითი ავიახაზების შემოყვანა, პირდაპირი რეისების არსებობა ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეკოტურიზმის და მდგრადი ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.