,,ლორეტის ჯგუფი“ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე აქტიურ საქმიანობას იწყებს
ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო სკოლების წარმომადგენლები საქართველოში აქტიურ საქმიანობას იწყებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოს მენეჯმენტის სკოლამ „ლორეტის ჯგუფის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლორეტის ჯგუფი“ სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც 28 ქვეყანაში 88 უნივერსიტეტს აერთიანებს. „ლორეტის ჯგუფის შემადგენლობაში ლესროშესა და გლიონის (მსოფლიოს რეიტინგით მეორე და მესამე ადგილზე მყოფი)სკოლებია, რომლებიც საქართველოში ტრენინგებს ჩაატარებენ. დაგეგმილია ტურიზმის სასწავლო ცენტრის შექმნა, სადაც მოწვეული უცხოელი კონსულტანტები ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციურ კადრებს მომზადებენ.