ლე ფიგარო – თბილისი- აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ლე ფიგარომ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა საფრანგეთის ერთ-ერთმაყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა ლე ფიგარომ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ10 გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობაარის აღწერილი.
????საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლე ფიგაროს ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრეს-ტურიგამართა. ლე ფიგაროს ჟურნალი ყოველკვირეულად 370 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებ-გვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.
„საქართველოსმთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელსატარებს, ეს აქაური ელისეის მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული, მათშორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად,ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათას-ერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით,სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.
რაც შეეხება მწერალთასახლს, ეს არტ-ნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი,სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ.მწერალთა სახლში,ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ”ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, – გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორინატაშა ლომოური- „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ,აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა.“- წერს ლე ფიგაროს ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთანერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.
„ამ ქვეყანაშიღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთისმიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო.“-წერსლე ფიგაროს ჟურნალისტი.
„ღვინო და ქართულისამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს.“-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. “მე ყოველთვისმინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით,თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია.“-გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.
მართლაც რა მოხდებათუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?ამ ქვეყანაშიყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროსხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა.ეს ფიქრები ჩვენთან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ.„ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს„თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება.“-წერსლე ფიგაროს ჟურნალისტი.