კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრო-ტურებს აგრძელებს
პროექტის ფარგლებში გასტრო-ტური კახეთში გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. ტურის ფარგლებში შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს.
ტურის მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ.
პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში მართავს.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. გასტრონიმიული ტურიზმი მსფოლიო მასშტაბით ყველაზე საინტერესო ტურისტულ პროდუქტად ყალიბდება. შესაბამისად, ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია, არამედ ზოგადად აგროტურისტული მიმართულების და მთლიანად კახეთის რეგიონის წარმოჩენა. უპირველს ყოვლისა გასტროტურიზმის განვითარება პირდაპირ გამოიწვევს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის უფრო სწორ პოზიციონირებას და მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.